ბეილი ყველას დაავიწყდა?
როდესაც ზინედინ ზიდანი სამეფო კლუბში დაბრუნდა, პირველივე პრესკონფერენციაზე ყველაზე მეტი კითხვა ბეილთან დაკავშირებით დაუსვეს.
უელსელი ფეხბურთელის თემა აქტუალური იყო, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაშიც, მაგრამ სამეფო კლუბში დარჩენის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა.
ამ მომენტისათვის, ბეილი სრულიად ჯანმრთელია და ვარჯიშებზე მაქსიმალურ დატვირთვასაც იღებს, თუმცა ბოლო რამდენიმე თამაშია, განაცხადში ვერ ხვდება.ფრანგი დამრიგებელი უარს აცხადებს მისი შესაძლებლობებისგან.
გავრცელებული ინფორმაციით, „რეალ სოსიედადთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ერთგვარი პრეცედენტი დაფიქსირდა.კერძოდ, ზიზუს შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ისე დასრულდა, რომ ამ უკანასკნელებმა ერთხელაც არ ახსენეს გუნდის „თერთმეტიანი,“ რამაც დიდი გაოცება გამოიწვია.
ფაქტია, რაც დრო გადის, გარეთ ბეილი ყოველგვარ ავტორიტეტსა და მნიშვნელობას კარგავს მადრიდულ გრანდში.
MARCA
- 6 თებერვალი 2020
- 1 688
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.