ფიგუ:„„რეალმა“ უმძიმესი შეცდომა დაუშვა, თანაც უკვე მეორედ“
ლუიშ ფიგუმ გარკვეული დრო ფეხბურთის მატჩების წაყვანასა და ანალიზს დაუთმო. პორტუგალიელი ლეგენდა ერთ-ერთი სპორტულ არხზე „ბლანკოსისა“ და „სოსიედადის“ დაპირისპირებას აიტორ კარანკასთან ერთად გაუკეთებს ანალიზს. „მერენგების“ ყოფილი ფეხბურთელის აზრით, „რეალის“ ხელმძღვანელობა ნაბიჯების გადადგმა იგვიანებს...
„პერესის პირველი შეცდომა მბაპეს „პსჟ“-სთვის დათმობა იყო. მაშინ 180 მილიონი ევროს გადახდა ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს კილიანი კიდევ უფრო ძვირი ღირს. ფრანგი ფორვარდი „ბლანკოსში“ თამაშზე ოცნებობდა, მაგრამ მადრიდულმა მხარემ თავი შეიკავა.“
„იგივე შეიძლება ითქვას ჰოლანდზე, რომელიც „დორტმუნდში“ გადასვლის დღიდან ბუნდესლიგაში საუკეთესოა. შეხედეთ ახალგაზრდა ფორვარდს, რომელიც ყველა მატჩში გოლს იტანს, თანაც არაერთს.“
„დარწმუნებული ვარ, „ბლანკოსი“ ჰოლანდს კიდევ მიუბრუნდება, მაგრამ იმ დროისთვის მისი ფასი გასამმაგებული იქნება.“
- 5 თებერვალი 2020
- 5 628
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.