"ყველაფერი კარგად იქნება"
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ფორვარდი, გონსალო იგუაინი, Bwin.com-ის ჟურნალისტებს გაესაუბრა. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, მის გუნდს ბილბაოს "ატლეტიკის" დამარცხება ძალიან გაუჭირდება, თუმცა გამარჯვება კვლავ მადრიდელებს დარჩებათ.
"წარმატება გამარჯვებას მოაქვს, ასე რომ ბასკებთან შეხვედრაში მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. მართალია ჩემპიონობის შანსი მცირეა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვეული ერნთუზიაზმით გავალთ მოედანზე და გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ."
"ბილბაოს ატლეტიკი უდიდესი საფეხბურთო ტრადიციების მქონე კლუბია, რომელიც ყოველ წელს შესამჩნევ პროგრესს განიცდის. დამდეგი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ და გიჩვენოთ თუ როგორ თავდაუზოგავად ვიბრძვით პირველობისთვის. ჩემი ფიქრები მხოლოდ დამდეგი ორი შეხვედრისკენაა მიმართული, სხვა დანარჩენზე ყურადღების გამახვილებისგან თავს ვიკავებ. ჩემი სურვილია, მალაგაში ლიდერების რანგში ჩავიდეთ, ამისათვის კი სევილიელების დახმარება გვჭირდება."
"ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ისეთი ბრძოლისუნარიანი გუნდის ფეხბურთელი ხარ, როგორიც მადრიდის რეალია. კატალონიის ბარსელონასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ჩვენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას განვაგრძობდით, მაგრამ ყველაფრის მოწმე გულშემატკივარია, ჩვენ ხომ მათ ნამდვილი სანახაობა ვუჩვენეთ და კლასიკოს შემდეგ, ყველა მატჩის მოგება მოვახერხეთ."
"მსოფლიო ჩემპიონატი ყველასგან განსხვავებული ტურნირია. მოუთმენლად ველი მუნდიალის დაწყებას. მჯერა, რომ მარადონა და არგენტინელი გულშემატკივარი ჩემით იამაყებს."
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი: Kevlisha
- 7 მაი 2010
- 1 678
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.