„რეალი“ მბაპე-ტუხელის კრიზისს კარგად იყენებს
სამეფო კლუბი აქტიურად აკვირდება „პსჟ“-ში განვითარებულ მოვლენებს...
„მარკას“ ინფორმაციით, „რეალი“ საფრანგეთში არსებულ დაპირისპირებას კარგად იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, მბაპესთან დაახლოებას.
ფლორენტინო პერესის გეგმის მიხედვით, კილიანი 2020 წელს უნდა გახდეს მადრიდისტა და ამისთვის შესაბამისი ფინანსური რესურსიც მოძიებულია.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ტუხელსა და კილიანს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. მბაპე ტომასის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებამ კიდევ უფრო განარისხა. ფაქტია, რომ „პსჟ“-ში ყველაფერი რიგზე ვერ არის და ამ კომფლიქტს ან ლოტინის „რეალში“ გადასვლა, ან ტუხელის გათავისუფლება მოჰყვება.
- 5 თებერვალი 2020
- 1 532
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.