ოდეგაარი: „ეს არის ჩემი გეგმა“
ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალური დაპირისპირება მეტად მნიშვნელოვანი იქნება მარტინ ოდეგაარისთვის.
ახალგაზრდა ნორვეგიელი ფეხბურთელი, რომელიც ორწლიანი იჯარის პირველ სეზონს ატარებს „რეალ სოსიედადში,“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბრუნდება.მიმდინარე სეზონში მისი ასპარეზობა გულგრილს არავის ტოვებს.სწორედ ამიტომაც, ადგილობრივი გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელოდებიან მის საქმეში ხილვას.
სანსებასტიანური კლუბის დამრიგებელმა, ოდეგაარს განვლილ უქმეებზე დასვენების საშუალება მისცა, ვინაიდან მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს მომავალ პაექრობასაც, სადაც „ლა კოპას“ ნახევარფინალური ეტაპის საგზური გათამაშდება.
„ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ „კოპ დელ რეის“ 1/4 ფინალში.გვინდა, რომ მიმდინარე სეზონი მნიშვნელოვანი წარმატებით დავასრულოთ.რა თქმა უნდა, ურთულესი დაპირისპირება გველოდება წინ, თუმცა ჩვენს კოლექტივს ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია ტკივილის მიყენება“ - დასძინა ფეხბურთელმა.
„როგორც იცით, „რეალ სოსიედადში“ კიდევ ერთი სეზონის გატარება მომიწევს, ჯერ-ჯერობით არაფერი შეცვლილა.აქ ბედნიერად ვგრძნობ თავს“ - დაამატა ოდეგაარმა.
MARCA
- 4 თებერვალი 2020
- 2 358
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.