მეორე ვარჯიში „სოსიედადთან“ მატჩამდე
სამეფო კლუბის მზადების პროცესი სათასო შეხვედრისათვის აქტიურ ფაზაში შედის.
დღევანდელი სესია ზიდანის შეგირდებმა ფიზიკური სავარჯიშოებით დაიწყეს, ხოლო შემდეგ ტაქტიკურ კომპონენტზე გადავიდნენ და ბოლოს ბურთი გააგორეს.
ტრადიციისამებრ, ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა მარკო ანსენსიო, ხოლო კარვახალი, კაზემირო, მარიანო დიასი და ლუკას ვასკესი სატრენაჟორო დარბაზში გაისარჯნენ.
დანარჩენმა ფეხბურთელებმა სრული დატვირთვით შეასრულეს სამწვრთნელო შტაბის დავალებები.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „რეალ სოსიედადის“ მატჩი, 6 თებერვალს, 22 საათზე დაიწყება.
- 4 თებერვალი 2020
- 940
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.