ოდეგორი გამოცდისთვის ემზადება
სამეფო თასის მატჩი, რომელიც „რეალსა“ და „სოსიედადს“ შორის გაიმართება არაერთ ინტრიგას ატარებს...
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდები ერთმანეთის ისტორიული მეტოქეეები არიან. მეორე რიგში, სასწორზე ნახევარფინალის საგზური დევს. მესამე რიგში კი ბერნაბეუზე შეკრებილი 60 000 ადამიანზე მეტის ყურადღება მარტინ ოდეგორზე იქნება გამოტანილი.
ნორვეგიელი ფეხბურთელი მთავარი გამოცდის ჩასაბარებლად ემზადება. ყველა დარწმუნებულია, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე წარმატებული გამოსვლისა და ეფექტური თამაშის შემთხვევაში, ნახევარმცველი ფლორენტინო პერესს და ზიზუს საბოლოოდ დაადარწმუნებს იმაში, რომ „რეალში“ თამაშის ღირსია.
ესპანური გამოცემები მარტინის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას იხსენებენ, სადაც მან თქვა, რომ „სოსიედადი“ არის ბოლო კლუბი, სადაც იჯარით თამაშობს, შემდეგ კი აუცილებლად დაუბრუნდება მადრიდულ გიგანტს.
- 4 თებერვალი 2020
- 1 376
- 3