„პსჟ“ მზად არის მარსელო 25 მილიონად წაიყვანოს
მარსელო ვიეირას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „პსჟ“ და „იუვენტუსი“ ყურადღებიან აკვირდებიან. ბრაზილიელ ფეხბურთელს აბარგებას უწინასწარმეტყველებენ...
პარიზული მხარე „რეალის“ ვიცე-კაპიტანისთვის 25 მილიონ ევროს ამზადებს. საფრანგეთში თვლიან, რომ მარსელოს ასაკიდან გამომდინარე, მასში მეტი თანხის გადახდა უპრიანი არ იქნება.
თავის მხრივ, ესპანური გამოცემების ინფორმაციით, „რეალი“ ამ თანხის სანაცვლოდ ვიერას არცერთ შემთხვევაში არ გაუშვებს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხარეები არც ახალ კონტრაქტზე საუბრობენ, დრო კი მიდის.
მარსელოს 12 მაისს 32 წელი უსრულდება, კონტრაქტის ამოწურვის დროს კი უკვე 34 წლის იქნება.
Defensacentral-ის ინფორმაციით, „რეალი“ აქტიურად აკვირდება სერხიო რეგილონის „სევილიაში“ ასპარეზობას და თუ ზიზუ მის დაბრუნებას გადაწყვეტს, „რეალში“ მარსელოს ადგილი ფაქტობრივად აღარ დარჩება.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ბრაზილიელის ირგვლივ.
- 4 თებერვალი 2020
- 1 464
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.