„რეალმა“ 400 მილიონი გაამზადა - ზიდანი რევოლუციას იწყებს!
ზინედინ ზიდანს სულ რამდენიმე თვე აქვს იმისათვის, რომ საბოლოო სატრანსფერო გეგმა ჩამოაყალიბოს, თუმცა ფაქტია, რომ ფრანგი ამ საკითხზე უკვე სერიოზულად მუშაობს...
მადრიდში თვლიან, რომ თაობათა ცვლა უნდა დაიწყოს. ფაქტია, რომ ზაფხულში სამეფო კლუბს ძალიან ბევრი ფეხბურთელი დატოვებს და ახალ სახეებს ვიხილავთ.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ზიზუ ისკოს, ხამეს როდრიგესს, მარიანო დიასს, ლუკა მოდრიჩს, ბრაჰიმ დიასს და გარეთ ბეილს შეელევა.
ფრანგ სპეციალისტს კლუბში ახალი სახეების ხილვა სურს, რათა კოლექტივმა ახალი ფორმაცია მიიღოს და ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად სამომავლო პროექტები დაიგეგმოს.
კილიან მბაპე, სადიო მანე, პოლ პოგბა, დონი ვან დე ბეეკი, ნ'გოლო კანტე - ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებითაც ზიზუ ინტერესდება, მაგრამ ბუნებრივია, ყველას ერთად ვერ დაიმატებს და ამის საჭიროებაც არ არსებობს. მთავარ მწვრთნელს ფლორენტინო პერესისგან სრული ფინანსური მხარდაჭერა ექნება. „რეალი“ დაახლოებით 400 მილიონი ევროს მობილიზებას გეგმავს, გაყიდული ფეხბურთელებიდან კი მინიმუმ 200 მილიონი ევროს მიღება აქვს გათვალისწინებული.
- 4 თებერვალი 2020
- 5 013
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.