ისტორია "რეალის" მხარეს არის
როგორც იცით, "რეალის" ჩემპიონობის შანსი, ყველაზე მეტად "სევილიაზეა" დამოკიდებული.
პრიმერა დივიზიონის 37-ე ტურში, თუ ანდალუსიელებმა შინაურ კელდებში შეძლეს "ბარსელონას" დამარცხება, ამით ისინი სამეფო კლუბს გაუკვალავენ გზას ტიტულისაკენ.ნიშანდობლივია, რომ ლა ლიგის ისტორიას ახსოვს ფაქტი, როდესაც სწორედ "სევილიელების" დახმარებით მოახერხა "რეალმა" ჩემპიონობა.
მაშასადამე, 1980 წელს, ესპანეთის პირველობა დასასრულს უახლოვდებოდა.პირველი ადგილისათვის ერთმანეთს "ბლანკოსი" და "რეალ სოსიედადი" ეცილებოდნენ.ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ბასკები "სანჩეს პისხუანზე" "სევილიას" ეპაექრებოდნენ, ხოლო მადრიდელები "ლას პალმასს." სრულიად უმოტივაციო "სევილიამ" (იმ დროს მე-11 პოზიციაზე იმყოფებოდა) დიდი ბრძოლა გაუჩაღა მეტოქეს.მიუხედავად იმისა, რომ ანდალუსიელებს მატჩის მსვლელობისას 2 ფეხბურთელი გაუძევეს მოედნიდან, მათ მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.აღნიშნულმა შედეგმა, "რეალს" შანსი მისცა პირველ ადგილზე გადასვლისა და რა თქმა უნდა, ჩემპიონობისა.
მოკლედ, რომ ვთქვათ 1979-1980 წლების ლა ლიგაზე, მადრიდმა ერთი ქულით გაუსწრო მეორე ადგილოსან "სოსიედადს," რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის "სევილიას."ვიმედოვნოთ, რომ ამჯერადაც გამოგვიწვდიან ანდალუსიელები დახმარების ხელს.
- 7 მაი 2010
- 1 511
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.