კილიან მბაპე - რას აპირებს „რეალი?“
ფლორენტინო პერესმა შეადგინა გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ზაფხულში ფრანგი ფეხბურთელი „რეალის“ საკუთრება უნდა გახდეს.
ის, რომ სამეფო კლუბის პრეზიდენტი ხმაურიანი ტრანსფერების ოსტატია, ახალი არ არის, თუმცა მბაპეს გამადრიდელების პროცესი, გასაგები მიზეზების გამო მეტად გაიწელა.ახალგაზრდა შემტევის მოქმედი ხელშეკრულება „პსჟ“-სთან 2022 წლის 30 ივნისს იწურება, შესაბამისად, თუ კონტრაქტის დასრულებამდე 1 წლით ადრე განახლება არ მოხდა, პარიზელებს უფასოდ მოუწევთ მისი დათმობა, ხოლო თუ მიმდინარე სეზონში ეს პროცესი წარუმატებლად დასრულდა, მაშინ სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდება და იმერყევებს 150-200 მილიონის ფარგლებში.
ოფიციალური მადრიდი მოვლენების განვითარებას აკვირდება.ამ ეტაპისთვის, მსოფლიოს ჩემპიონის გეგმებში არ შედის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი, რაც თავისთავად ესპანელების წისქვილზე ასხამს წყალს.ერთადერთი შანსი მისი გადმობირებისა იმაში მდგომარეობს, თუ მბაპე ბოლომდე გაიტანს პირველ ჩვენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ხელშეკრულება მის ფასს ასტრონომიულად გაზრდის და ფაქტობრივად, არცეთი კლუბისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი.სწორედ ამგვარი სტრატეგია გამოიყენა „რეალმა“ აზართან მიმართებაში.პერესი დაელოდა ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილებას და შემდეგ გადავიდა მოქმედებაზე.
ბოლოდორინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, შეიძლება კილიანი მართლაც ფიქრობდეს საფრანგეთის დატოვებას.მისი დამოკიდებულება მწვრთნელთან მნიშვნელოვნად დაძაბულია და არ არის გამორიცხული, აღნიშნულმა ფაქტორმაც დააჩქაროს პროცესები.
ამასთანავე უნდა ითქვას, რომ პერესს ჩინებული ურთიერთობა აქვს ნასერ ალ ხელაიფთან.ადრე, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა „რეალი“ წესების დარღვევით ცდილობდა ნეიმართან და მბაპესთან კონტაქტის დამყარებას, „თეთრებმა“ მყისვე ოფიციალური განცხადებით უარყვეს ბრალდება.მოცემულ სიტუაციაშიც, დონ ფლორენტინო არ აპირებს პირადი კონტაქტების გაფუჭებას და სრულ თავისუფლებას აძლევს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეს, რომელიც თავის კომენტარებში ხშირად ახსენებსა ზიდანსა და მადრიდს.
ცნობისთვის, „რეალი“ მბაპეს გადაბირებას 2017 წელსაც აპირებდა.მაშინ „მონაკომ“ 214 მილიონად შეაფასა ფეხბურთელი, რასაც კიდევ ემატებოდა გარკვეული თანხების გადახდა ბიუჯეტში და საბოლოო ჯამში, პერესმა უარი თქვა ასეთ ციფრებზე.
AS
- 4 თებერვალი 2020
- 4 245
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.