„რეალმა“ სამეფო თასისთვის მზადება დაიწყო
ზინედინ ზიდანის შეგირდებმა „სოსიედადთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაიწყეს...
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ასენსიომ კვლავ მინდორზე ივარჯიშა, ის ბურთთან ერთად გარკვეულ დავალებებს ასრულებს, თუმცა ჯერ თანაგუნდელებთან ერთად არ ვარჯიშობს და ინდივიდუალური პროგრამას მიყვება.
კარვახალი და მარიანო დიასი დახურულ კარსმიღმა ირჯებოდნენ. ზიზუმ სესიაზე დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობისა და პრესინგის კომპონენტს. ვარჯიშის მიწურულს კოლექტივი რამდენიმე ნაწილად გაიყო და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე გააკეთა აქცენტი.
რაც შეეხება ედენ აზარს, ბელგიელი ძირითად ჯგუფთან ერთად, სრული დატვირთვით გაისარჯა.
- 3 თებერვალი 2020
- 1 220
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.