მბაპე, ზიდანი არ არის ტუხელი!
იმის უარყოფა, რომ ამ მომენტისთვის კილიან მბაპე ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია სატრანსფერო ბაზარზე, უბრალოდ უაზრობა იქნება.ახალგაზრდა ფრანგს ყველაფერი აქვს, რაც კლუბს, მწვრთნელსა და გულშემატკივრებს სჭირდებათ.
დაწყებული მისი ასაკით - 21 წლის, გაგრძელებული მისი პოტენციალით, მაგიურობით, შეტევითი შესაძლებლობებით, გოლებითა და ყველაფრით, რაც გინდა რომ ჰქონდეს შენი საყვარელი გუნდის მაისურში გამოწყობილ ფეხბურთელს, მე ვხედავ სულელურ და ყოვლად უადგილო ჟესტებს, რომელიც ეგოს გამოძახილია. და ეს არ ხდება პირველად ან მეორედ.
განვლილ უქმეებზე, როდესაც „მონპელიესთან“ 5-0 მიყავდა „პსჟ“-ს და კილიანს უკვე დუბლი ჰქონდა გაფორმებული, მწვრთნელმა ის შეცვალა და აი, სად ჩაიჭრა.მან არ იცის, თუ როგორ ძლიერ უნდა ზიდანის მისი ხილვა თავის გუნდში და რას ნიშნავს ერთ მშვენიერ დღესაც მადრიდის „რეალში“ თამაში.
დიდმა ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ მწვრთნელის ავტორიტეტი, ისინი უნდა იყვნენ კარგი თანაგუნდელები, რათა სხვებსაც მისცენ თავის გამოჩენის საშუალება, ისინი უნდა იყვნენ ნაწილი გუნდისა, კოლექტივისა და გასახდელისა.მათ უბრალოდ კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ყველასთან.
მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ფეხბურთელი გქვია, ვალდებული ხარ ისე მიიღო გარკვეული საკითხი, როგორიც არის, ყოველგვარი საჯარო განმარტებების გარეშე.
ფეხბურთი წარმოადგენს გუნდურ სპორტს.მაგალითად, თავდამსხმელი გოლს იტანს იმის წყალობით, რომ მანამდე მისმა თანაგუნდელებმა უზარმაზარი ღვაწლი გაიღეს, ხოლო ჩოგბურთი გახლავთ დიდგვაროვნული, ძვირფასი, შთამბეჭდავი მიმართულება, სადაც ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე.კარგი ხდება თუ ცუდი, ყველაფერი შენს კისერზეა, ვინაიდან შენ ხარ მარტო.ცხადია, პირიქით არის ფეხბურთში.
ძვირფასო კილიან, შენ ხარ კარგი, ძალიან კარგი, მაგრამ მიიღე რჩევა ჩემგან: თუ გინდა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი გახდე, შენი ბავშვური უგუნურება მოედანს მიღმა უნდა დატოვო.თუ დადგება ჟამი და სხვა კლუბში აღმოჩნდები, გარწმუნებთ, რომ ტუხელის მოთმინება და განათლება, რომელმაც ნათლად დაგვანახა თუ ვინ არის ბოსი, სქელი ხაზით გამოიკვეთება.
საბედნიეროდ შენ გაქვს გამოსავალი.გამოიყენე უდიდესი პოტენციალი სრული სერიოზულობითა და დიდსულოვნებით, ვინაიდან ეს გუნდური სპორტია და არა ჩოგბურთი.აქ შენ ხარ ჯგუფის ნაწილი და იცავ კლუბის მაისურს, რომელიც შენს გარეშეც გააგრძელებს თამაშს და საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად სიამოვნების მირებას.შენ ხარ დიადი, მაგრამ არავინაა შეუცვლელი, მათ შორის კილიან მბაპეც!
MARCA
- 3 თებერვალი 2020
- 2 952
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.