სათასო მატჩს ლუის ენრიკე დაესწრება
როგორც ცნობილი გახდა, „რეალისა“ და „რეალ სოსიედადის“ სათასო შეხვედრას ესპანეთის ნაკრების თავკაცი დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკე პირველად ეწვევა „სანტიაგო ბერნაბეუს“ „ფურია როხას“ დამრიგებლის რანგში.მატჩის მიმდინარეობისას მისი მთავარი საზრუნავი იქნება ესპანელ ფეხბურთელებზე დაკვირვება.
მოგეხსენებათ, თანდათან ახლოვდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი და ენრიკეც შემადგენლობის ფორმირების პროცესშია.
MARCA
- 3 თებერვალი 2020
- 1 319
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.