იოვიჩი: „ეს უკვე წლებია მაწუხებს“
სამეფო კლუბის თავდამსხმელმა, ლუკა იოვიჩმა საკმაოდ გულწრფელი ინტერვიუ ჩაწერა.
„ერთ დღესაც, აგენტმა დამირეკა და მიამბო სამეფო კლუბის დაინტერესების შესახებ, რაზეც ვუპასუხე, რომ ნუ მაჯავრებდა.როდესაც აზრზე მოვედი და სერიოზულად აღვიქვი ყველაფერი, მყისვე დადებითი პასუხი გავეცი.რა თქმა უნდა, შეცდომა არ დამიშვია, ვინაიდან მსოფლიოს უდიდესი კლუბი მხოლოდ ერთხელ რეკავს ცხოვრებაში.“
„ვფიქრობ, მშიბლიურ ქვეყანაში საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება აქვს ჩემს სათამაშო კონდიციებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე ჩავდგები ფორმაში და მაქსიმალურად დავამტკიცებ შესაძლებლობებს.“
„სიმართლე გითხრათ, სოციალური ქსელების დიდი მოყვარული არ ვარ.მხოლოდ „ინსტაგრამს“ ვიყენებ.ჩემი მთავარი საზრუნავია ფეხბურთი და ვარჯიში.“
„წესითა და რიგით მალე უნდა დასრულდეს რთული ადაპტაციის პერიოდი.ამისათვის თავს არ ვზოგავ.“
„ის, რომ „რეალში“ დილით არ არის ჩანიშნული ვარჯიშები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.უკვე წლების განმავლობაში გარკვეული პრობლემები მაქვს ძილთან დაკავშირებით.“
„მადრიდში უფრო სასიამოვნო ვარჯიშის პროცესი, ვიდრე გერმანიაში.მისი დასრულების შემდეგ საშუალება გაქვს სხვადასხვა აქტივობებით დაკავდე ან სამკურნალო მასაჟები გაიკეთო.“
„როგორც წესი საღამოს საათებში თავისუფალნი ვართ.“
MARCA
- 3 თებერვალი 2020
- 2 618
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.