მილიტაო შანსს ელოდება
რამოსისა და ვარანის დამაჯერებელი თამაშის წყალობით, ბრაზილიელი ცენტრალური მცველი თამაშგარეში დარჩა.
„რეალის“ 50 მილიონიანმა შენაძენმა უკანასკნელი 3 მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა.მან „უნიონისტა სალამანკას“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო მეტოქის შეტევების განეიტრალებაზე ფიქრი, თუმცა მას შემდეგ, მიუხედავად კიდევ ერთი სათასო შეხვედრისა („სარაგოსასთან“), თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.
რა თქმა უნდა, მილიტაო მოიაზრება ზიდანის გეგმებში, თუმცა ამ ეტაპისთვის მოლოდინის რეჟიმში მოუწევს ყოფნა.დიდი ალბათობით, არც „რეალ სოსიედადთან“ ვიხილავთ მოედანზე.შესაძლებელია, ედერს მომავალ უქმეებზე, „ოსასუნასთან“ პაექრობაში მიეცეს სათამაშო წუთები.
MARCA
- 3 თებერვალი 2020
- 1 209
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.