რამოსისა და ვარანის საუკეთესო ტანდემი
წლეულს, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ქებას იმსახურებს სამეფო კლუბის დაცვითი ხაზი.
როგორც წესი, „რეალი“ შეტევითი შესაძლებლობების წყალობით გადიოდა ფონს, თუმცა მიმდინარე სეზონი ამ თვალსაზრისითაც გამოირჩევა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით რამოსსა და ვარანს.შეიძლება ვინმეს ჩათვალოს, რომ აღნიშნული ფეხბურთელების საუკეთესო წლები უკვე უკან არის, მაგრამ ზიდანის დაბრუნების შემდეგ, მათ „მეორე სუნთქვა“ გაეხსნათ.
2019/20 წლების სეზონში ფრანგისა და ესპანელის ტანდემმა 23 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და ჯერ-ჯერობით დაუმარცხებლად.მოცემულ მომენტამდე, „რეალმა“ 2 პაექრობა დათმო, თუმცა პირველ შემთხვევაში „პსჟ“-სთან, მილიტაო-ვარანი, ხოლო „მალიორკასთან“ მილიტაო-რამოსის დუეტი იდგა.
მადრიდელების სტატისტიკა შთამბეჭდავია ევროპის მასშტაბითაც, ვინაიდან ლივერპულელები, ვან დაიკ და გომესი 20 წაუგებელ შეხვედრას უყრიან თავს, ხოლო პარიზელები, სილვა და კიმპემბე 17-ს.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ რაფა და სერხიო დაცვაში წარმატებულ გამოსვლასთან ერთად, არც მეტოქის კარის აღებას ერიდებიან.მათ ანგარიშზე 9 გატანილი გოლია (!).
MARCA
- 3 თებერვალი 2020
- 1 201
- 1