სერხიო რამოსი Punto Pelota-სთან
"ჩვენ არ დავთმობთ ლა ლიგას"
რამოსი სატელევიზიო გადაცემა Punto Pelota-ს სტუმრობდა. მცველმა ისაუბრა მალიორკასთან გამართულ თამაშზე, ლა ლიგის მოგების შანსებზე და ასევე იმაზე თუ როგორ გრძნობს თავს მადრიდის რეალში.
"ჩვენი პირველი გოლი მალიორკასთან საფუძველი იყო თამაშის შემოტრიალებისა. დავინახე რონალდო თუ როგორ ტოვებდა მის ადგილს და შორეული პასი მივეცი, რომელმაც ის უფრო დააჩქარა. მეორე გოლიც მსგავსი იყო. ბურთი ორივე შემთხვევაში სწორე მიმართულებით წავიდა და რონალდომაც გამოიყენა ეს."
"არავინ არ უნდა თქვას, რომ რეალს შანსები არ გააჩნია. კიდევ 2 თამაში დაგვრჩა და ჩვენ ლიდერებს 1 ქულით ჩამოვრჩებით."
"ბარსაც და რეალიც იმსახურებს ტიტულს. ვიმედოვნებ, რომ სეზონს ლა ლიგის მოგებით დავამთავრებთ. ჩვენზე არ არის ეს დამოკიდებული, მაგრამ მჯერა, რომ ბარსელონა შეცდომას დაუშვებს."
"კონფედერაციის თასის შემგედ საკმარისი დრო მქონდა ტრავმის მორჩენისა. მე კარგ ფორმაში ვარ და ალბათ ამ ფორმას შემდეგ თამაშებშიც შევინარჩუნებ. მოხარული ვარ, რომ ამ გუნდში მეხუთე სეზონს ვატარებ და ვიმედოვნებ, რომ კარიერას აქ დავასრულებ."
წყარო: realmadrid.com
- 7 მაი 2010
- 1 513
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.