ზიდანი სიმეონეს სტილით
პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში სამეფო კლუბის დაცვითი ხაზი შთამბეჭდავად გამოიყურება.
ჩატარებულ 22 თამაშში, ზიდანის შეგირდებმა 12 შემთხვევაში შეინახეს კარი მშრალად (საერთო ჯამში 13 გოლი აქვთ გაშვებული).ამასთანავე, ბოლო 2 შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით (1-0) მოახერხეს მეტოქეების დამარცხება.მადრიდელებმა გოლის გატანის საშუალება ისეთ მეტოქეებსაც არ მისცეს, როგორებიც არიან „ბარსელონა“ და „სევილია.“
აღნიშნული სტატისტიკის შემხედვარე, ესპანეთში მიაჩნიათ, რომ ფრანგი სპეციალისტი კოლეგა სიმეონეს სტილით ირჯება.მათ შესადარებლად მოჰყავთ 2013/14 წლების სეზონი, როდესაც სამხრეთ ამერიკელის დარიგებულმა „ატლეტიკომ“ ჩემპიონობა იზეიმა.მაშინ „როხიბლანკოს“ 38 მატჩში მხოლოდ 22 გოლი გაუტანეს.
გულშემატკივართა ნაწილის აზრით, „რეალის“ მსგავსი ეფექტური თამაში დაცვაში, ფედე ვალვერდესა და ფერლანდ მენდის დამსახურებაა, თუმცა რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს ტიბო კურტუა.ეს უკანასკნელი ფორმის აკრეფის შემდედ საუცხოოდ გამოიყურება.
MARCA
- 3 თებერვალი 2020
- 1 652
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.