ვალვერდეს წვლილი მადრიდულ დერბიში
მადრიდულმა დერბიმაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ფედე ვალვერდე განსაკუთრებული მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთში.
განვილ უქმეებზე, „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მეტად საპასუხისმგებლო და პრინციპულ მატჩში, რა თქმა უნდა, ურუგვაელი ფეხბურთელი პირველივე წუთებიდან გამოჩნდა მწვანე მინდორზე.ზიდანმა სახმრეთ ამერიკელი ნახევარმცველი მარჯვენა ფრთაზე განამწესა, რაც მისთვის ცოტა უჩვეულო პოზიციაა, თუმცა რენან ლოდის განეიტრალებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ვალვერდეს შესაძლებლობები სრულად გამოჩნდა მეორე ნახევარში, როდესაც ფრანგმა დამრიგებელმა ტაქტიკური ცვლილებები განახორციელა შესვენების დროს.ფედემ დარჩენილი 45 წუთი ბუნებრივ ამპლუაში გაატარა და შეიძლება ითქვას, რომ იდეალურადაც.მოედანზე თავისუფლება დაბრუნებულმა მოთამაშემ ლომის წვლილი შეიტანა, როგორც უკანა, ასევე წინა ხაზების ეფექტურ მოქმედებაში.სწორედ ამიტომაც, ვალვერდე მადრიდული დერბის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც მის ასაკში საკმაოდ დიდი მიღწევა უნდა იყოს.
წლეულს, ფედერიკომ 18 შეხვედრა ჩაატარა „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში და აქედან მარცხით არცერთი დასრულებულა.
MARCA
- 3 თებერვალი 2020
- 1 620
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.