მენდის ფაქტორი
ალბათ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მენდი „რეალის“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
24 წლის ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც განვლილ ზაფხულს შეუერთდა სამეფო კლუბს, საიმედო თამაშით გამოირჩევა.მისი წყალობით, „რეალის“ დაცვითი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესა და შედეგიც სახეზეა.
მენდიმ პრიმერა დივიზიონის ეგიდით ჩატარებულ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც „რეალის“ კარის აღება მხოლოდ სამჯერ მოახერხეს.უფრო კონკრეტულად, როდესაც მარცხენა ფლანგს ფერლანდი მეურვეობს, მოწინააღმდეგე საშუალოდ ყოველი 334 წუთის შემდეგ ახერხებს „თეთრების“ დამწუხრებას.აღნიშნულზე უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ ლივერპულელ ჟოე გომესს აქვს.
რაც შეეხება საეთრთო მაჩვენებელს, ფრანგ მცველს მადრიდულ კლუბში უკვე 18 თამაში დაუგროვდა (ყველა ტურნირზე).ამ დაპირისპირებებში, „რეალმა“ საერთო ჯამში 7 გოლი გაუშვა, თუმცა აქედან 5 სექტემბრის თვეზე მოდის, ანუ მაშინ, როდესაც მენდი ადაპტაციას გადიოდა ახალ გუნდში.
მნიშვნელოვანია, რომ ზიდანმა ფერლანდ მენდის დარი ფეხბურთელი მოიყვანა თავის რიგებში.რა თქმა უნდა, ის მარსელოზე ეფექტურად ვერ გამოიყურება, როდესაც საქმე შეტევას ეხება, თუმცა უკანა ხაზში რომ ბადალი არ ჰყავს, ამის თქმა თამამად შეიძლება.
MARCA
- 3 თებერვალი 2020
- 1 464
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.