კილიან მბაპე „პსჟ“-ს მწვრთნელს ათი ათასობით ქომაგის წინაშე დაუპირისპირდა
„პსჟ“-ში ყველაფერი კარგად არ არის. კილიან მბაპე ტომას ტუხელს უამრავი ქომაგის წინაშე ღიად დაუპირისპირდა...
ფრანგმა წინახაზელმა ტუხელის გადაწყვეტილება ვერ აიტანა, რომელიც მის შეცვლას უკავშირდებოდა. თითქმის ნახევარი წუთის მანძილზე ტუხელი და მბაპე ერთმანეთთად ცხარედ კამათობდნენ, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
მატჩის შემდეგ ტომასმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელი ის გახლავთ და არა კილიანი, შესაბამისად სამწვრთნელო საქმიანობაში ჩარევის უფლებას არავის მისცემს.
ესპანური გამოცემები კიდევ ერთხელ აჭრელდა. ახლა ყველა დარწმუნებულია, რომ მბაპე კიდევ უფრო მეტად ეცდება „რეალში“ გადასვლას. ეს არის მეოთხე პრეცენდენტი, როდესაც ტუხელი და მსოფლიო ჩემპიონი ერთმანეთს უპირისპირდებიან.
- 2 თებერვალი 2020
- 8 098
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.