სერეზო:„პირველ ტაიმში „ატლეტიკოს“ 2 გოლის გატანა შეეძლო, ჩოლო რჩება“
ენრიკე სერეზომ მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„ჩვენ გვქონდა ფანტასტიკური პირველი ტაიმი, სადაც 2 გოლის გატანა შეგვეძლო. ამ შემთხვევაში მატჩის სურათი რადიკალურად შეიცვლებოდა.“
„დიახ, ჩვენ წავაგეთ გუნდთან, რომელიც წელს ყველაზე მეტს იგებს, თუმცა მეტი შეგვეძლო.“
„მორატას მომენტთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს. ვთვლი, რომ პენალტი იყო. VAR სისტემა იმისთვის არსებობს, რომ მსგავს მდგომარეობებს მეტი ყურადღება მიექცეს.“
„ჩოლო ისევ ისეთი ძლიერია, როგორიც ადრე იყო. „რეალის“ ქომაგებს ვეტყოდი, რომ სიმეონეს „ატლეტიკოს“ კიდევ ბევრჯერ შეხვდებიან, არგენტინელი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.“
- 2 თებერვალი 2020
- 2 428
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.