ზიდანი გამარჯვებების მიხედვით „რეალის“ მწვრთნელთა სამეულში შევიდა
ზინედინ ზიდანისთვის „ატლეტიკოსთან“ მატჩი ნამდვილად ისტორიული გამოდგა...
ფრანგმა ლეგენდამ „ბლანკოსის“ მწვრთნელის რანგში 129-ე მატჩი მოიგო და ჟოზე მოურინიოს 128 მატჩიანი მაჩვენებელი გააუმჯობესა.
ამ შედეგით ზინედინი სამეფო კლუბის მწვრთნელთა სამეულში შევიდა, რომლებსაც ყველაზე მეტი გამარჯვება აქვთ.
ამ მხრივ მეორე ადგილზე ვისენტე დელ ბოსკეა 133 დაპირისპირებით, ხოლო პირველზე მუნიოსი, რომელმაც „ბლანკოსის“ მწვრთნელის რანგში 357 პაექრობა მოიგო.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ფრანგი ლეგენდა სულ მალე გააუმჯობესებს „ულვაშას“ მაჩვენებელს და მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.
ზიდანს 129 მატჩის მოსაგებად, 192-ჯერ დასჭირდა გუნდის გაყვანა მწვანე მინდორზე. ზინედინის „რეალმა“ მატჩების 67%-ის მოგება შეძლო, გუნდი მის ხელში თითო მატჩში საშუალოდ 2.4 გოლის გატანას ახერხებს.
- 2 თებერვალი 2020
- 8 568
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.