რა ხდება ბეილის თავს?
გარეთ ბეილი სამეფო კლუბის პერიფერიულ ფიგურად ჩამოყალიბდა.
იყო დრო, როდესაც უელსელი ფეხბურთელი ყველა მნიშვნელოვანი თამაშის სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებოდა, თუმცა ახლა სიტუაცია სხვაგვარია.მოახლოებული მადრიდული დერბის წინ, ზიდანმა ის მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.
ბრიტანელი შემტევისა და ტრავმების დამოკიდებულება ყველას კარგად მოგვეხსენება.ბეილს ლაზარეთში ყოფნის გამოც არა ერთი მატჩი გაუცდა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მწვრთნელიც აღარ ენდობა და მის შესაძლებლობებზე უარს ამბობს.
ასევე აღსანიშნავია წინა თვის დაპირისპირება „სევილიასთან.“ მიუხედავად იმისა, რომ იმ შემთხვევაშიც სრულიად ჯანმრთელი იყო ფეხბურთელი, მატჩის ყურება მაინც ტრიბუნიდან მოუწია.
მოკლედ, არავინ იცის რა ხდება ბეილის თავს.
AS
- 1 თებერვალი 2020
- 2 409
- 2