რას ითხოვს ზიდანი ვინისიუსისგან?
ესპანეთის სამეფო თასის შეხვედრაში, „სარაგოსასთან,“ როგორც იქნა, ვინისიუსმაც გამოიჩინა თავი.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელიც საკმაოდ დიდ სირთულეებს აწყდება აღნიშნულ კომპონენტში, ჯერ ე.წ. კედელი გაითამაშა ხამესთან, ხოლოდ შემდეგ ცივსისხლიანად გადაგზავნა ბურთის მეტოქის კარში, რაც 11 დეკემბრის შემდეგ მისი პირველი გოლი გამოდგა.
ვინისიუსი ყველაზე კარგად აანალიზებს საკუთარ შეცდომებს და მაქსიმალურად ცდილობს გამოსწორების გზას დაადგეს.სამხრეთ ამერიკელი ყოველი ვარჯიშის შემდეგ რჩება მოედანზე, რათა კარში დარტყმებზე დამატებით ივარჯიშოს და მას ამაში ეხმარება, ვინ თუ არა, ზინედინ ზიდანი. „რეალის“ მთავარი მწვრთნელისათვის მსგავსი ფორმატი ახალი ხილი არ არის, ვინაიდან წლების წინ, როდესაც ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ, ხესე როდრიგესს ავარჯიშებდა.ამ უკანასკნელის სამიზნე ვინისიუსივით საშინელი არ იყო, თუმცა ფრანგის რეკომენდაციების წყალობით, საკმაოდ ეფექტური გახდა.
მეტი კონკრეტიკისთვის გეტყვით, რომ მადრიდში გადმოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა შემტევმა 51 მატჩში მხოლოდ 7 გოლის გატანა მოახერხა.მან კარში 45-ჯერ დაარტყა, საიდანაც მხოლოდ 15.5% გამოდგა შედეგიანი.
ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ვინი შემტევ რგოლს წარმოადგენს, ზიდანი მისგან დაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებასაც ითხოვს.მან „სელტასთან“ ნამატჩევს ბრაზილიელი უკან საიმედო თამაშისთვის შეაქო კიდეც, თუმცა ზიზუს აზრიც ეს საკმარისი არ არის.
მაშასადამე, შეიძლება ითქვას, წინა სეზონთან შედარებით, ვინისიუს ჟუნიორი პროგრესი ნათელია.თანაგუნდელებიც თავიანთ კომენტარებში, თადაუზოგავ მუშაობას უწონებენ ფეხბურთელს.
MARCA
- 1 თებერვალი 2020
- 2 526
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.