„რეალმა“ ასენსიო განაცხადში დაამატა
6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო.როგორც იცით, 24 წლის ნახევარმცველი ზაფხულის შეკრებაზე, „არსენალთან“ ამხანაგური მატჩის დროს დაშავდა.
განვლილ კვირას, ასენსიოს გამოჯანმრთელების პროცესში დადებითი დინამიკა გამოჩნდა.მან სატრენაჟორო დარბაზიდან უკვე მოედანზე გადაინაცვლა, სადაც ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ ალვარო ოდრიოზოლაs გუნდიდან წასვლის გამო, სამეფო კლუბის საჩემპიონთალიგო განაცხადს 1 კაცი გამოაკლდა და ზიდანმა მისი შევსება სწორედ მარკოთი გადაწყვიტა.
ეს ყველაფერი კი იძლევა საფუძვლიან იმედს, რომ ასენსიო მალე დაუბრუნდება მონატრებულ საქმიანობას.
MARCA
- 1 თებერვალი 2020
- 2 620
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.