როდრიგო:„ზიდანის კაბინეტში ბევრჯერ ვყოფილვარ“
როდრიგო გოეშმა ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
„შევდივარ „რეალის“ გასახდელში, ვუყურებ ჩემ პერანგს და ჩემ თავს ვეუბნები. ნუთუ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ფეხბურთელი ვარ. ძალიან მიხარია ყოველი დღე, რომელიც „ბლანკოსში“ თენდება.“
„სუპერთასის ფინალში შესრულებული პენალტი მართლაც დაუვიწყარი იყო. კროოსმა გამამხნევა და მითხრა, რომ ვარჯიშებზე თერთმეტმეტრიანის შესრულება შესანიშნავად გამომდიოდა და იმ მომენტშიც გავიტანდი. ძალიან ძლიერად დავარტყი და როდესაც გულშემატკივართა ოვაციები გავიგე მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე იყო.“
„ზიდანი ძალიან კარგი ადამიანია, ის ხშირად მირეკავს, საკუთარ კაბინეტში მიბარებს და მატჩებს მაანალიზებინებს. ფრანგი ხშირად მიხსნის სად დავუშვი შეცდომა ტაქტიკური თვალსაზრისით და სად ვიასპარეზე კარგად.“
„ვინიციუსი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. როდესაც მადრიდში ჩამოვედი ვინისგან ბევრი რამ შევიტყვე, მას პირველად მოედანზე გასვლაზე ვეკითხებოდი, შემდეგ კი ეს ემოციები თავად გავიცანი. როდესაც „რეალის“ მაისურით პირველი გოლის გატანა მოვახერხე, საოცარი შეგრძნებები მქონდა.“
„როდესაც რეინიერი ჩამოვა, მე ვინიციუსის როლში ვიქნები და ჩემ თანამემამულეს ყველაფერს ვასწავლი. სირცხვილი არ არის „კასტილიაში“ თამაში, ეს დიდი პატივია. კაზემირო სწორედ „კასტილიაში“ ასპარეზობდა, დღეს კი ქომაგების საყვარელი ფეხბურთელია.“
„ვარჯიშებზე უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. ჩვენ 5 ბრაზილიელი ვართ. სულ ვფიქრობ, რომ ხამეს როდრიგესიც ბრაზილიელია, მას შესანიშნავი ხასიათი აქვს, კოლუმბიელი სულ ჩვენთანაა, ისევე როგორც კროოსი და ლუკა.“
„დიდ პატივს ვცემ „რეალსა“ და ბრაზილიიის ნაკრებს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილები, რომელსაც მხარეები მიიღებენ. ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ნამდვილად სასიამოვნო იქნებოდა.“
„ნებისმიერი ბრაზილიელი პატარა ოცნებობს ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმას. მე ეს ოცნება ავიხდინე და ამაყი ვარ.“
- 31 იანვარი 2020
- 2 932
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.