„რეალმა“ დერბისთვის მზადება დაასრულა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა მადრიდულ დერბიმდე უკანასკნელად ივარჯიშეს.
ზინედინ ზიდანმა „ვალდებებასზე“ შეკრებილი შეგირდები ფიზიკური და ტაქტიკური სავარჯიშოებით დატვირთა.აღსანიშნავია, რომ ძირითად ჯგუფთან ერთად გარჯას განაგრძობს ედენ აზარი, რომელიც, დიდი ალბათობით, შემდეგ კვირაში შეძლებს მწვანე მინდორზე დაბრუნებას.
განვლილ სესიაზე, მარკო ასენსიო ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა, ხოლო მარიანო დიასი სატრენაჟორო დარბაზში ასრულებდა მწვრთნელის მითითებებს.
მადრიდული დერბი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს სტარტს.
RealMadrid.Com
- 31 იანვარი 2020
- 1 022
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.