ბრიტანული პრესა - ბეილი „რეალს“ ბოლო საათებში ტოვებს!
ბრიტანული გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ გარეთ ბეილი სამეფო კლუბს ემშვიდობება...
ინგლისურ გამოცემებზე დაყრდნობით, ესპანური პრესაც აჭრელებულია. აბსოლუტურად ყველა ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ მადრიდს „ტოტენჰემის“ დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანს ბეილის ლონდონში ჩაყვანა წარმოადგენს.
ბრიტანელები იუწყებიან, რომ ჟოზე მოურინიო გარეთ მოუთმენლად ელის და დარწმუნებულია, რომ შეთანხმება შედგება.
ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია ტრანსფერის ფორმასთან დაკავშირებით. უცნობია ეს შეთანხმება საიჯარო იქნება თუ არა.
ერთადერთი დაბრკოლება, რაც აქამდე არსებობდა გარეთის ხელფასი იყო, სხვა მხრივ, „რეალს“ უელსელის გაშვებაზე უარი არ უთქვამს.
- 31 იანვარი 2020
- 3 144
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.