„რეალის“ უპირატესობა ჩემპიონობის გზაზე
პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 17 ტურით ადრე, ესპანეთში მიიჩნევენ, რომ სამეფო კლუბს გარკვეული უპირატესობა აქვს ჩეპიონობის გზაზე.
რასაკვირველია, უახლოეს მდევართან 3 ქულიანი ჰანდიკაპი სიმშვიდის საშუალებას არ იძლევა, თუმცა მომავალი კალენდრიდან გამომდინარე, ზიდანს რეალური შანსი აქვს, კიდევ უფრო გაზარდოს სხვაობა კონკურენტებთან.
ლა ლიგის 21-ე ტურის თავზე, „რეალს“ ისეთ სტადიონებზე აქვს თამაში მოლეული, როგორებიცაა: „კამპ ნოუ,“ „ვანდა მეტროპოლიტანო,“ „სანჩეს პისხუანი,“ „მესტალია,“ „ლა კერამიკა“ და „კოლიზეუმ ალფონსო პერესი,“ ხოლო დარჩენილი მატჩებიდან გამოსარჩევია „რეალ სოსიედადისა“ და „ატლეტიკ ბილბაოს“ გულშემატკივრების წინაშე ასპარეზობა.
რაც შეეხება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასამართ შეხვედრებს, სამეფო კლუბს მოუწევს „ატლეტიკოს,“ „ბარსელონას,“ „ეიბარის,“ „ვალენსიას,“ „სელტას,“ „მალიორკას,“ „ალავესის,“ „ხეტაფესა“ და „ვილიარეალისთვის“ მასპინძლობა.რა თქმა უნდა, არცერთი იქნება ადვილი გასეირნება, თუმცა „თეთრების“ წლევანდელი გამოსვლა საშინაო არენაზე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა - 7 მოგება და 3 ფრე (ბურთების შეფარდება 17-6ზე).
შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით შედარებით რთულია „ბარსელონას“ მდგომარეობა.მიმდინარე სეზონში სტუმრად ჩატარებული 11 მატჩიდან, სეტიენის შეგირდებმა 4 მარცხი იგემეს.მათი გასვლითი კალენდარი შემდეგნაირად გამიყურება: „რეალი,“ „სევილია,“ „მალიორკა,“ „ბეტისი,“ „სელტა,“ „ვილიარეალი,“ „ვალიადოლიდი“ და „ალავესი,“ ხოლო საშინაო: „ლევანტე,“ „ხეტაფე,“ „ეიბარი,“ „ლეგანესი,“ „სოსიედადი,“ „ატლეტიკი,“ „ატლეტიკო,“ „ესპანიოლი“ და „ოსასუნა.“
AS
- 31 იანვარი 2020
- 2 098
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.