ისტორიას ახსოვს სამარცხვინო კორიდორი
დღეს დიდი დღეა მეგობრებო.ზუსტად 2 წლის წინ 2008 წლის 7მაისს, შედგა ჩვენი კლუბისთვის ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ელ კლასიკო.
ამ დღეს მადრიდელებმა არამარტო გაანადგურეს თავისი მოსიხლე მტერი,არამედ დაამცირეს კიდეც.როგორც იცით ესპანეთში ჩემპიონ გუნდს კორიდორს უკეთებენ.მადრიდის რეალმა იმ წელს ამ ისტორიულ მატჩამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა,ამიტომ კატალონიელებს მოუწიათ სამარცხვინო კორიდორის გაკეთება და ტაშის კვრა ჩემპიონებისთვის
7–მაისი ნამდვილად ისტორიული დღეა სამეფო კლუბისთვის და ყველას უნდა ემახსოვროს ეს დღე,არამარტო გამანდგურებელი ანგარიშის გამო არამედ პირელ რიგში აი ამის გამო:
ბერნდ შუსტერის გუნდი მხოლოდ ამ მატჩის გამო შევა ჩვენი კლუბის ისტორიაში.რაც შეეხება თავად თამაშს მატჩი დაიწყო რეალის შეტევებით და ეს მალევე დააგვირგვინა რაულის გოლმა.
20 წუთში გუტის ჩაწოდებით და რობენის თავური დარტყმით ანგარიში 2–0 გახდა.მეორე ტაიმში გაგრძელდა ბარსელონას განადგურება.მესამე გოლი გაიტანა გონსალო იგუაინმა,ბარსას საბოლოოდ ჩაძირება კი რუუდ ვან ნისტელროიმ დაასრულა.თამაშის ბოლოს ბარსამ პრესტიჟის გოლი გაიტანა,მაგრამ განადგურებას ისინი ვერ გადაურჩნენ.
საბოლოოდ 4–1.ისტორიას ახსოვს ეს მატჩი პირველ რიგში კი უპრეცენდენტო შემთხვევა ანუ ბარსას სამარცხვინო კორიდორი.ეს 2007/2008 წლების სეზონი კიდევ იმით იყო უნიკალური რომ რეალმა საბოლოოდ 18 ქულით ჩამოიტოვა თავისი მოსიხლე მტერი,ასეთი დიდი ქულათა სხვაობა ახალ ისტორიას არ ახოსვს.მაშ ყველა რეალის ფანს ახსოვდეს ეს დღე 7მაისი.დღე როდესაც განადგურებული და დამცირებული იყო მოსისხლე მტერი ბარსელონა...მომავალშიც ველოდებით ამდაგვარ მტერის განადგურებას.ველით და გვჯერა.HALAMADRID.
აქვე შემოგთავზებთ ამ მატჩის მომოხილვას უყურეთ და დატკბით:
ავტორი: David-kaka
- 7 მაი 2010
- 7 654
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.