რაიოლა მზად არის, „რეალს“ დონარუმას დამატებაში დაეხმაროს
მინო რაიოლა მზად არის, ფლორენტინო პერესთან ითანამშრომლოს...
ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი მოლაპარაკებების დაწყებას ზაფხულში გეგმავს.
ფლორენტინო პერესი ახალ გეგმავს სახავს, რომელიც იტალიელ კიპერს უკავშირდება. დონარუმა მხოლოდ 20 წლის არის და მას ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. ეჭვი არავის ეპარება, რომ ჯიჯი მსოფლიო ფებხურთში საკუთარ სიტყვას იტყვის, აქედან გამომდინარე, სამეფო კლუბი აქტიურ მოქმედებაზე გადადის.
დონარუმას დამატება „იუვენტუსსაც“ სურს, რომელიც „მილანთან“ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, სამეფო კლუბის წარმომადგენლები მინო რაიოლას დაუკავშირდნენ და პირობაც მიიღეს, რომ აგენტი მადრიდულ გუნდს ტრანსფერის გაჩარხვაში დაეხმარება.
- 31 იანვარი 2020
- 1 236
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.