„რეალი“ ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რეალი“ განაგრძობს აკადემიის გაძლიერებას.
ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელის, რეინიერ ხესუსის გადაბირების შემდეგ, სამეფო კლუბმა „ვილიარეალის“ 19 წლის ნახევარმცველს დაადგა თვალი და როგორც უკვე იწერება, მომავალ თვეში ოფიციალურ კონტრაქტსაც გაუფორმებს მას.
აღსანიშნავია, რომ ივან მორანტეს შესაძლებლობებით „ბარსელონა“ და პეპ გვარდიოლა იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა მადრიდელებმა ამ შემთხვევაშიც არავის დაუთმეს სასურველი ფეხბურთელი.
მორანტემ, რომელმაც განვლილ სეზონში დიდი წვლილი შეიტანა „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ახალგაზრდული გუნდის წარმატებაში, ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებშიც ირიცხება.
ის რაულის „კასტილიაში“ დაწინაურებამდე, „ხუვენილ ა“-ს დაეხმარება ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე.
MARCA
- 30 იანვარი 2020
- 2 219
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.