მარსელოს ახალი მიზანი - რობერტო კარლოსის და გუტის შედეგის გაუმჯობესება
დღეს სრულიად მადრიდული სამყარო მარსელო ვიერაზე საუბრობს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „სარაგოსასთან“ მე-500 მატჩი ჩაატარა „მერენგების“ მაისურით...
ახლა ვიცე-კაპიტანი ახალი მისიის შესრულებას იწყებს. პირველ რიგში მარსელოს საკუთარი თანამემამულის, რობერტო კარლოსის 527 მატჩიანი მაჩვენებლის გაუმჯობესება აქვს დაგეგმილი, შემდეგ კი ხოსე მარია გუტიერესის ჯერიც დადგება. ესპანელ ნახევარმცველს „ბლანკოსში“ 542 დაპირისპირება უფიქსირდება.
თუ მარსელო კარლოსის და გუტის შედეგებს გააუმჯობესებს, მისი მიზანი უკვე ლეგენდარული მიჩელის შედეგის გამეორება/გაუმჯობესება იქნება. მიჩელმა „რეალის“ მაისურით 559-ჯერ მოირგო.
ასევე „500-იანთა კლუბში“ არიან პირი 561 მატჩით და კამაჩო 577 მატჩით.
- 30 იანვარი 2020
- 2 005
- 14