100%-იანი შედეგი იანვარში, „რეალს“ წინ რთული თებერვალი აქვს
ესპანური გამოცემები მადრიდის „რეალის“ შესახებ ბევრ ინფორმციას წერდნენ. უკვე ერთი კვირაა ჟურნალისტები სამეფო კლუბის 100%-იან შედეგზე საუბრობენ და მიზანიც მიღწეულია.
ზინედინ ზიდანის გუნდმა იანვარში 7 მატჩი გამართა და შვიდივე მოიგო.
სამეფო კლუბის ანგარიშზე ფიქსირდება 16 გატანილი და მხოლოდ 3 გაშვებული გოლი.
იანვრის თვეში „რეალის“ მსხვერპლი გახდა „ხეტაფე“, „ვალენსია“, „ატლეტიკო“, „სევილია“, „სალამანკა“, „ვალიადოლიდი“ და „სარაგოსა“.
წინ რთული თებერვალია, რომელსაც ზიზუს გუნდი მადრიდული დერბით გახსნის. „რეალი“ „ატლეტიკოს“ პირველ თებერვალს უმასპინძლებს. შემდეგ (5,6 ან 7 თებერვალს) ჩატარდება სამეფო თასის მატჩი, სადაც დიდი ალბათობის „ბლანკოსს“ რთული მეტოქე ეყოლება. 9 თებერვალს „მერენგები“ პამპლუნაში „ოსასუნას“ ესტუმრებიან, 16-ში „სელტას“ მიიღებენ, 22-ში „ლევანტესთან“ გაარკვევენ ურთიერთობას გასვლით მატჩში და 26 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გუარდიოლას „სიტის“ უმასპინძლებენ ბერნაბეუზე.
გარდა ამისა, თუ „ბლანკოსი“ „ლა კოპას“ 1/2 ფინალის საგზურს მოიპოვებს, დიდი ალბათობით თებერვალში კიდევ ერთი დაპირისპირების გამართვა მოუწევს.
- 30 იანვარი 2020
- 2 049
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.