ზიდანი: „ის ძალიან საყვარელი ფეხბურთელია“
სამეფო კლუბის თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა „სარაგოსასთან“ გამარჯვებით დასრულებული მატჩი შეაჯამა.
„არ დაგიმალავთ, რომ ვასკესი დიდ სიყვარულს იმსახურებს ჩემგან. ის არის საყვარელი ბიჭი, რომელიც ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობს მოედანზე.მნიშვნელოვანია, რომ ლუკასი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია და გულშემატკივრებსაც განსაკუთრებით უხარიათ მისი წარმატება.“
„გახარებული ვარ, როგორც ვინისიუსის, ასევე კარიმის გოლით.რაც შეეხება იოვიჩს, სერბი აუცილებლად დაიწყებს გატანას, თუ ამავე ტემპით გააგრძელებს მუშაობას.ამასთანავე, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ამ ზაფხულს შემოგვიერთდა.როდესაც ასეთი დიდი ფეხბურთელების გვერდით გიწევს თამაში, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო გჭირდება ადაპტაციისათვის.“
„კვლავ მოვახერხეთ კარის მშრალად შენახვა.ეს ნიშნავს, რომ გუნდი პროგრესირებს.ხშირად გვიწუნებენ შედეგიანობას, თუმცა დღეს 4 ბურთი მივითვალეთ.“
„კროოსი მაგალითია ნებისმიერი მოთამაშისთვის.მისი თამაშეი ქებას იმსახურებს, თუმცა არ მინდა კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის გამოყოფა.ვფიქრობ, რომ მთლიანი გუნდის ასპარეზობა არის შესანიშნავი.მწვრთნელისთვის ნიშანდობლივია, შემადგენლობის თითოეული წევრის სრულყოფილი თამაშის ხილვა.“
„ცხადია, სამეფო თასის 1/4 ფინალში საკმაოდ ძლიერი კლუბები იქნებიან.მიუხედავად ბევრი პოზიტივისა, ჩვენ ჯერ არაფერი მოგვივია.სეზონი საკმაოდ გრძელია.“
MARCA
- 30 იანვარი 2020
- 6 909
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.