„რეალის“ მოთამაშეები სიზუსტის მხრივ „ბარსელონას“ ბევრად ჩამოუვარდებიან
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის გატანილი გოლების რაოდენობა საკმაოდ განსხვავებულია...
კატალონიელებმა 21 ტურში 50 გოლს მოუყარეს თავი, ხოლო მადრიდელებმა 39 ბურთს. მიუხედავად ამისა, ზიზუს გუნდს სეტიენის კოლექტივზე კარგი ბალანსი აქვს, ვინაიდან „ბარსელონას“ 25 გოლი აქვს გაშვებული, ხოლო „ბლანკოსს“ მხოლოდ 13.
ესპანური გამოცემები ერთ საინტერესო სტატისტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაზეც ზიზუს გუნდს ნამდვილად მოუწევს მუშაობა. 21 ტურის განმავლობაში ფრანგი ლეგენდის ფეხბურთელებმა 340-ჯერ დაარტყეს კარისკენ და მხოლოდ 39-ჯერ მიაღწიეს სასურველ მიზანს, რაც იმას ნიშნავს, რომ 301-ჯერ „რეალმა“ გოლის გატანა ვერ შეძლო.
რადიკალურად განსხვავებული ციფრები აქვს „ბარსელონას“. კატალონიელმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში კარისკენ 264-ჯერ დაარტყეს და 50 გოლის გატანა შეძლეს. გამოდის, რომ საშუალოდ „ბლაუგრანას“ 5 დარტყმა სჭირდება გოლის გასატანად, „რეალი“ კი 1 გოლის გატანას საშუალოდ 9 დარტყმაში ერთხელ ახერხებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია დავასვკანთ, რომ ლა ლიგაში არსებული სიტუაცია (რეალის პირველი ადგილი), სამეფო კლუბის დაცვის რგოლისა და ტიბო კურტუას უმაღლესი დონის თამაშიდან გამომდინარეობს, ხოლო შეტევაში „ბარსა“ გაცილებით ეფექტურია.
- 29 იანვარი 2020
- 10 480
- 3