La Razon - „ვალიადოლიდმა“ რეინიერის იჯარით წაყვანის სურვილი გამოთქვა
La Razon-ის ინფორმაციით, რეალ „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტი, ლუის ნაზარიო რონალდო ფლორენტინო პერესს დაუკავშირდა და რეინიერის იჯარაზე ესაუბრა...
„ვალიადოლიდი“ მზად არის, ბრაზილიელი ფეხბურთელი 6 თვიანი იჯარით წაიყვანოს და ახალგაზრდა შემტევი „რეალს“ 6 თვის შემდეგ დაუბრუნოს.
რონალდო პირობას დებს, რომ რეინიერს ყველანაირ პირობას შეუქმნის, რათა ლა ლიგასთან ადაპტაცია დროულად მოხდეს.
La Razon იუწყება, რომ ეს ვარიანტი „ბლანკოსისთვის“ საინტერესოა, ვინაიდან „კასტილიაში“ თამაშით ჟესუსი ისეთ გამოცდილებას ვერ მიიღებს, როგორსაც „ვალიადოლიდში“.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება, აქედან გამომდინარე, რეინიერთან დაკავშირებით საბოლოო ინფორმაციას სულ მალე გავიგებთ.
- 29 იანვარი 2020
- 4 250
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.