ჯიჯი დუნარუმა მადრიდის „რეალის“ ინტერესის არეალშია
ჯიჯი დონარუმა დიდ ასპარეზზეა გამოსული, თუმცა მისი ასაკი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ გრძელვადიან გეგმებზე ვიფიქროთ...
იტალიელი კიპერი მხოლოდ 20 წლის არის და „მილანთან“ ხელშეკრულება 1 წელიწადში ეწურება.
თავის მხრივ, „მილანი“ ყველანაირად ცდილობს კარის დარაჯის შენარჩუნებას, თუმცა დონარუმა ჯერ-ჯერობით თავს იკავებს ახალი ხელშეკრულების დადებისგან.
ჯიჯის მსურველი „იუვენტუსი“ გახლავთ, მაგრამ ახლა ასპარეზზე მადრიდის „რეალიც“ გამოდის. როგორც სჩანს, ახალგაზრდა კიპერი ზიდანს მოსწონს და თვლის, რომ მას „ბლანკოსში“ ახალი ეპოქის შექმნა შეეძლება.
ის გამოცდილება, რომელსაც 20 წლის ასაკში დონარუმა ფლობს, ნამდვილად თვალშისაცემია.
- 29 იანვარი 2020
- 2 127
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.