მბაპე „რეალში“, ჟოაო ფელიქსი „პსჟ“-ში
ესპანური გამოცემები მადრიდის „რეალისა“ და „პსჟ“-ს მორიგ აქტივობას აანონსებენ...
ფლორენტინო პერესი კილიან მბაპეს ხელიდან გაშვებას არ გეგმავს. მართალია ფრანგ წინახაზელს კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, მაგრამ „რეალი“ ყველა ღონეს გამოიყენებს მის ზაფხულში დასამატებლად.
თავის მხრივ, „პსჟ“ ალტერნატივაზე ფიქრობს. Defensacentral-ის ინფორმაციით, ალ ჰელაიფიმ თვალი ჟოაო ფელიქსს დაადგა, რომელმაც „ატლეტიკოში“ ის დონე ვერ აჩვენა, რასაც ელოდებოდნენ.
ჟოაო ძალიან პერსპექტიული მოთამაშეა, თუმცა მასში გადახდილი თანხა ნამდვილად გადამატებულია.
საფრანგეთში ფიქრობენ, რომ სასურველი თანხის შეთავაზების შემთხვევაში, ენრიკე სერეზო ფელიქსს დათმობს და მასში მიღებულ თანხას სხვა ტრანსფერებს მოახმარს. სწორედ ამიტომ ალ ჰელაიფი პორტუგალიელ წინახაზელს კილიან მბაპეს იდეალურ შემცვლელად განიხილავს.
თავის მხრივ, მადრიდის „რეალი“ 220 მილიონი ევროს მობილიზებას ცდილობს და ეჭვი არ ეპარება, რომ ამ თანხის სანაცვლოდ ფრანგის დამატებას შეძლებს.
- 29 იანვარი 2020
- 3 315
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.