ზიდანი:„ქომაგებმა „რეალზე“ შესაძლოა დიდი სიახლე შეიტყონ“
ზინედინ ზიდანმა „სარაგოსასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„თუ „რეალს“ მომდევნო ეტაპზე გასვლა სურს, თამაშის საუკეთესო ვერსია უნდა წარმოადგინოს. „სარაგოსა“ ქვედა ლიგაში თამაშობს, თუმცა ძალიან კონცენტრირებული და პროგრესირებადი გუნდია.“
„თასის მოგება? ძალიან გვსურს სამეფო თასზე წარმატების მიღწევა, ახლა ჩვენი ჯერია და ხვალ უნდა გავიმარჯვოთ.“
„საუკეთესო ფეხბურთელები მყავს, თუმცა ქომაგებმა შესაძლოა 31 იანვრამდე სიახლე შეიტყონ.“
„თასის ახალი ფორმატი ჩემთვის უცხო არ არის. თავის დროზე საფრანგეთში მსგავსი ფორმატი პოპულარობით სარგებლობდა.“
„მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემადგენლობა ოპტიმალური იყოს.ბეილზე ინფორმაციას ცოტა ხანში გავიგებთ, რის შემდეგადაც განაცხადსაც დავასახელებთ.“
„თუ გუნდი ბერნაბეუზე 1000-ზე მეტ პასს გააკეთებს, ქომაგები კმაყოფილნი იქნებიან? ჩემი აზრით, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი მატჩის ბოლო წუთზე დაფიქსირებული შედეგი იქნება.“
„სამწუხაროდ, აზარი ჯერ არ გვეყოლება, ის მაქსიმალური კონტროლის ქვეშაა.“
„თავდაცვითი გაძლიერება? ვამაყობ, რომ ჩემი გუნდი უკანა ხაზში სოლიდურია.“
„„რეალის“ მწვრთნელობამ ჩემთვის დიდი ბედნიერების ტოლფასია. გამიმართლა, რომ უკვე 18 წელია აქ ვარ.“
„კაგავა „სარაგოსასთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურაა, მას წარმატებებს ვუსურვებ, შეფასებებს კი ვერ გავაკეთებ.“
„ბოლო 30 წელიწადში სამეფო კლუბი „ლა კოპაზე“ დიდ წარმატებული არ არის, მაგრამ გადახედეთ სხვა ჯილდოებს, თუნდაც ჩემპიონთა ლიგის 13 თასს. მერწმუნეთ, ჩვენ სტატისტიკის მნიშვნელოვან გამოსწორებას ვგეგმავთ.“
„საერთოდ არ გამიკვირდება, თუ „სარაგოსა“ მაქსიმუმს გაიღებს გამარჯვებისთვის და ჩვენ არ შეგვიშინდება, ამ გუნდს დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს.“
„კაზემიროს მნიშვნელობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, ბრაზილიელი უნიკალური ფიგურაა.“
„მარიანო სათამაშოდ მზად არ არის, რადგან დისკომფორტს განიცდის, სხვას ვერაფერს გეტყვით.“
- 28 იანვარი 2020
- 7 196
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.