„ხეტაფეს“ ხელმძღვანელობა ბრაჰიმ დიასის ოჯახს შეხვდება
ბრაჰიმ დიასს „რეალში“ დარჩენა სურს, მაგრამ სამეფო კლუბი ყველაფერს აკეთებს მისი აზრის შესაცვლელად. ზიზუ ახალგაზრდა ფეხბურთელის გასხვისებაში ოპტიმალურ გამოსავალს ხედავს.
დიასის დამატება თანაქალაქელ „ხეტაფეს“ სურს, თანაც უნდა აღინიშნოს, რომ მსურველი კლუბი მზად არის, ბრაჰიმი მხოლოდ 6 თვით წაიყვანოს და ზაფხულში კვლავ „მერენგების“ რიგებში დააბრუნოს.
„ხეტაფეს“ პრეზიდენტის, ანხელ ტორესის წარმომადგენლები დღეს დიასის ოჯახთან შეხვედრას გეგმავენ, რათა აუხსნან, რომ ახალგაზრდა წინახაზელისთვის „რეალის“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას სარგებელის მოტანა არ შეუძლია.
- 28 იანვარი 2020
- 929
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.