Daily Express - „ტოტენჰემი“ ბეილში 50 მილიონს იხდის, „რეალი“ 70-ს ითხოვს
ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, გარეთ ბეილის სანაცვლოდ „ტოტენჰემმა“ 50 მილიონი ევრო გაამზადა, მაგრამ ფლორენტინო პერესისგან უარი მიიღო.
სამეფო კლუბი მზად არის, ბეილი ახლავე გაუშვას ლონდონში, თუ დანიელ ლევი მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაიხდის.
მადრიდში თვლიან, რომ გარეთი მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავია და ის გარემოება, რომ მიმდინარე სეზონში უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობს, მის ფასს 50 მილიონამდე ნამდვილად არ ამცირებს.
Daily Express-ისა და Defensacentral-ის ინფორმაციით, ყველაფერი „ტოტენჰემზეა“ დამოკიდებული და თუ ლონდონური მხარე შეთავაზებას 20 მილიონი ევროთი გაზრდის, მოლაპარაკებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.
- 28 იანვარი 2020
- 3 457
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.