გოგონები მუნდიალზე
მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, გულშემატკივართა შორის ვნებათაღელვა იზრდება. ამასობაში, ფავორიტთა შორის განთესილმა გუნდებმა, ერთი საინტერესო რამ მოიფიქრეს, ინგლისის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრებებს, 2010 წლის მუნდიალზე მხარდამჭერ გოგონათა გუნდი ეყოლებათ. თითოეულ ქალბატონს, საკუთარი ქვეყნის დროშის ფერებით შემკული პერანგი და ტრუსები ეცმევა. ეს შვიდი ლამაზმანი, თანამემამულე ფეხბურთელებს, ყოველ თამაშზე უქომაგებს.
მუნდიალის დაწყებამდე, ძალიან ცოტა დრო რჩება. ფეხბურთის გულშემატკივრებს, სამხრეთ აფრიკაში ნამდვილი ზეიმი ელოდებათ, კერძოდ კი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც თითოეული ფეხბურთელისთვის საოცნებო ტურნირია.
"მხარდამჭერ ლამაზმანთა" კლუბის წევრი გოგონები, ისეთი ცნობილი მოდელები არიან, როგორიცაა გოდიკე იულია, რომელიც კრისტოფ მეტსელდერი ახლო მეგობარია და შესაბამისად გერმანიის ნაკრებს უქომაგებს, ალისა ბრეგოლი, ალბერტო ჯილარდინოს მეუღლე, რომელიც იტალიის ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს, ები კლენსი, პიტერ კრაუჩის მეგობარი გოგონა, იგი ინგლისის დროშის ფერებში გამოწყობილი წარსდგება გულშემატკივრის წინაშე.
ჩარლზ სურიე, გაელ კლიშის მეგობარი გოგონა, რომელიც საფრანგეთს უგულშემატკივრებს, აი რაც შეეხება ურუგვაის ნაკრებს, სამხრეთ ამერიკელებს, დიეგო ფორლანის მეგობარი გოგობა წარადგენს, არგენტინას კი ზაირა ნანა, რომელიც ძალიან ცნობილი მოდელია. მხარდამჭერ გოგონათა შორის იქნებიან, პაბლო მუში, ლული ფერნანდესი და ჟულიო სეზარის მეუღლე, სუსანა ვერნერი.
აქვე შემოგთვაზებთ ფოტოსესიას:
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
ავტორი: Kevlisha
- 6 მაი 2010
- 4 494
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.