„ვალიადოლიდი“ 0-1 „რეალი“ [სტატისტიკა]
„ვალიადოლიდისა“ და „რეალის“ მატჩი უხვგოლიანობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ციფრები დაფიქსირდა...
მთელი მატჩის მანძილზე „რეალს“ 63%-იანი ბურთის ფლობის მაჩვენებელი ჰქონდა, თუმცა კარისკენ ზიზუს შეგირდებმა მხოლოდ 12-ჯერ დაარტყეს, საიდანაც მხოლოდ 3-ჯერ ჩაერთო საქმეში „ვალიადოლიდის“ მეკარე, დანარჩენ შემთხვევებში ბურთი სხვაგან წავიდა.
აღსანიშნავია პასების რაოდენობა. ზიდანის გუნდმა 619 პასი გააკეთა. როდესაც ისკო მოედანზე ჩნდება „ბლანკოსის“ მაჩვეებელი ამ კომპონენტში ყოველთვის იზრდება.
„მერენგებმა“ შეტევა 158-ჯერ წამოიწყეს, საიდანაც იერიში მწვავე ხასიათის 61-ჯერ გახდა.
ასევე აღსანიშნავია უკანა ხაზის კარგი თამაში და ჩაშლილი შეტევების რაოდენობა. „მერენგებმა“ 18 გადაცემა ჩაჭრეს და მასპინძლებს გააზრებული შეტევის საშუალება არ მისცეს.
- 27 იანვარი 2020
- 947
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.