რაიოლა „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს
მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბის ინტერესი პოლ პოგბას მიმართ მინელდა, ფრანგი ფეხბურთელის აგენტმა, მინო რაიოლამ „იუვენტუსთან“ მოლაპარაკებები განაახლა...
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, რაიოლა ზაფხულში ერთ დიდ შეთანხმებას აუცილებლად „გამოაცხობს“. მინო ხვდება, რომ სამეფო კლუბში ვითარება იცვლება და პოლი შესაძლოა მადრიდში ვეღარ აღმოჩნდეს, „იუვენტუსი“ კი იდეალური ვარიანტია.
ჯერ კიდევ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ბებერი ქალბატონი“ პოგბას სანაცვლოდ 140 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა.
სამეფო კლუბს მოსაფიქრებლად რამდენიმე თვე აქვს. თუ ზიზუ პოგბას არ დაიმატებს, „მანჩესტერს“ მაინც დატოვებს და დიდი ალბათობით ყოფილ კლუბს შეუერთდება.
- 26 იანვარი 2020
- 1 132
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.