ბენზემას მშრალი სერიის შეწყვეტა მართებს
ფრანგი თავდამსხმელისთვის წარუმატებლად დაიწყო 2020 წელი.
კარიმ ბენზემამ უკანასკნელი გოლი 41 დღის წინ გაიტანა, როდესაც „მესტალიაზე, სამეფო კლუბი მარცხისგან იხსნა.მას შემდეგ, ტრავმების გადამკიდე, ფორვარდმა 5 შეხვედრაში („ბარსელონასთან,“ „ატლეტიკთან,“ „ხეტაფესთან,“ „სევილიასთან“ და „სალამანკასთან“) მიიღო მონაწილეობა, თუმზა მისი დარტყმული არცერთჯერ გამოდგა შედეგიანი.
„რეალის“ „ცხრიანი“ მიმდინარე სეზონში 16 გოლს მოითვლის.აქედან, 12 პრიმერა დივიზიონზე მოდის, სადაც მხოლოდ ორი ბურთით ჩამორჩება „პიჩიჩის“ მთავარ პრეტენდენტ ლეო მესის.კარიმის საუკეთესო შედეგი ლა ლიგის მასშტაბით გახვლავთ - 24 გოლი, რომელიც ამ უკანასკნელმა 2015/16 წლების სეზონში დააფიქსირა.
ზიდანი იმედოვნებს, რომ ბენზემა სწორედ „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ დაასრულებს მშრალ სერიას და გუნდს გალიდერებაში დაეხმარება.
AS
- 26 იანვარი 2020
- 1 128
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.