შანსი 100 დღის შემდეგ
სამეფო კლუბს ჩინებული შანსი აქვს, რომ 100 დღიანი პაუზის შემდეგ, კვლავ პრიმერა დივზიონის ცხრილის სათავეში მოექცეს.
ბოლოს, „რეალის“ ფეხბურთელები 11 ოქტომბერს ლიდერობდნენ ლა ლიგას, თუმცა „მალიორკასთან“ სტუმრად განცდილი მარცხის წყალობით, კატალონიური გრანდი გაუშვეს წინ.
როგორც იცით, გუშინ, „ბარსელონამ“ უშანსოდ წააგო „მესტალიაზე,“ რითაც დედაქალაქელებს დამატებითი მოტივაცია გაუჩნდათ დღევანდელი შეხვედრისთვის.ზიდანს ყაიმიც ჰყოფნის პირველ ადგილის დაბევებისთვის, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ „ბლანკოსი“ მხოლოდ 3 ქულისთვის იასპარეზებს „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ მალიორკელებთან ფეხის დაცდენის შემდეგ, „რეალი“ 11 მატჩია დაუმარცხებლად გამოდის ქვეყნის ჩემპიონატზე.
- 26 იანვარი 2020
- 1 658
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.