პერესის გეგმა - მბაპე 2020 წელს მადრიდისტა უნდა გახდეს!
ფლორენტინო პერესი გაჩერებას არ გეგმავს. ფრანგი კილიან მბაპეს ბოლოდროინდელი განცხადებები მადრიდშიც ძალიან კარგად არის გააზრებული. ფაქტია, რომ წინახაზელს სამეფო კლუბში მოხვედრა უნდა...
ფლორენტინო პერესს საკუთარი გეგმა აქვს. დროა, პრეზიდენტმა ხალხს ძველი ეპოქა გაახსენოს, როდესაც „რეალი“ მსოფლიოს ვარსკვლავებს იმატებდა. ფაქტია, რომ წინა ხაზში „ბლანკოსს“ სერიოზული ფიგურა სჭირდება და მბაპეზე უკეთესი შენაძენი ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ იარსებებს.
ფლორენტინო მზად არის, სატრანსფერო რეკორდი მოხსნას და კილიანის სანაცვლოდ ნებისმიერი თანხა გადაიხადოს. ამ ყველაფერს ხელს ის გარემოება უწყობს, რომ მბაპე ძალიან ახალგაზრდაა და მინიმუმ 10-12 წელი შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში.
კილიანს კრიშტიანო რონალდუზე მეტი დროც კი ექნება, ვინაიდან პორტუგალიელი „ბლანკოსში“ ტრანსფერის დროს 24 წლის იყო.
- 25 იანვარი 2020
- 2 038
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.